ბელგიის იუპილერ ლიგის 26-ე ტურში ლევან შენგელიამ გოლი გაიტანა. „ლეუვენის“ ფეხბურთელმა „ოსტენდესთან“ სტუმრად მოგებულ მატჩში (3:1) შეძლო თავის გამოჩენა.
26 წლის ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და სწორედ მან გახსნა ანგარიში შეხვედრის 34-ე წუთზე. ლევანი მოედანზე 80 წუთის განმავლობაში იყო, მისმა გუნდმა კი მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
ლევან შენგელიას მიმდინარე სეზონში ბელგიის იუპილერ ლიგაში ჩატარაებულ 14 მატჩში (მხოლოდ 3 ძირითად შემადგენლობაში) 3 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასი მიითვალა.
„ლეუვენი“ 24 თამაშში მოპოვებული 30 ქულით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 9 თებერვალს „გენკს“ უმასპინძლებს.