ფეხბურთი

22:44 | 5.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: „დროა საჭირო. უნდა გავერკვე, რომელ ფეხბურთელს უფრო კარგად ესმის თამაში“

„ჰალ სიტის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, შოთა არველაძე, „პრესტონთან“ მარცხის შემდეგ (0:1), ცხადია, უხასიათოდ იყო. ეს ხომ მისი პირველი წაგება გახლდათ ახალ თანამდებობაზე. ასევე პირველად დამარცხდა გუნდი ახალი მფლობელის, აჯუნ ილიჯალის „ეპოქაში“, რომელმაც „ჰალი“ გასულ თვეში ჩაიბარა.

„ალბათ ყველა მწვრთნელს ეწყინებოდა ასეთი მარცხი. თუმცა შემდეგი მატჩი ძალიან მალე გვაქვს.“ - აღნიშნა ქართველმა სპეციალისტმა.

მან აღიარა, რომ „პრესტონში“ მომხდარმა შეცვლამ მეტოქეს ნახევარდაცვაში უპირატესობა მოუპოვა და მარცხიც ძირითადად ამან გამოიწვია.

„ცვლილების შემდეგ ნახევარდაცვაში გვაჯობეს. მეორე ტაიმის დასაწყისში ვცადეთ სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.

დროა საჭირო. უნდა გავერკვე, რომელ ფეხბურთელს უფრო კარგად ესმის თამაში. ყოველი მატჩი ნათელ წარმოდგენას მომცემს მათზე. ვარჯიშებისასაც ყურდღებით მმართებს დაკვირვება.

რთული დღე გვქონდა. ახლა შხაპი უნდა მივიღოთ, კარგი ყავა მივირთვათ და შემდეგ მატჩზე დავიწყოთ ფიქრი.“ - ციტირებს არველაძის სიტყვებს BT Sport.

სამშაბათს, 8 თებერვალს, „ჰალს“ სტუმრად რთული შეხვედრა ელის „დერბი ქაუნთისთან,“ რომელიც გასავარდნ ზონაშია და თავს არ დაზოგავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112614