ფეხბურთი

22:24 | 5.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლამპარდის წარმატებული დებიუტი „ევერტონში“

ფრენკ ლამპარდს იდეალური დებიუტი გმოუვიდა „გუდისონ პარკზე.“
მისმა „ევერტონმა“ ინგლისის ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდში შინ „ბრენტფორდს“ 4:1 მოუგო და შემდგომ ეტაპზე გავიდა.

მასპინძელთაგან გოლები იერი მინამ, რიშარლისონმა, მეისონ ჰოლგეიტმა და ანდროს თაუნსენდმა გაიტანეს. სტუმართაგან კი ივან ტონიმ გამოიჩინა თავი. ზუსტად დაარტყა პენალტი.

ლაპარდმა მიმდინარე კვირის დასაწყისში ჩაიბარა მერსისაიდული კლუბი. მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რაფა ბენიტესი შეცვალა.

„ევერტონის“ ქომაგები იმედოვნებენ, რომ ლამპარდი გამოაფხიზლებს და გამოაცოცხლებს გუნდს. ამიტომაც მთელი მატჩის განმავლობაში სკანდირებდნენ: „სუპერ ფრენკი ლამპარდ, სუპერ ფრენკი ლამპარდ!..“

0.194528