„აიაქსის“ თავდამსხმელით, ანტონით, „პარი სენ-ჟერმენი“ დაინტერესდა - გვამცნობს De Telegraaf.
წყაროს ინფორმაციით, ამსტერდამული კლუბი 21 წლის ბრაზილიელში 60 მილიონ ევროს ითხოვს.
ანტონი „აიაქსში“ 2020 წელს გადავიდა „სან პაულუდან“ 15,75 მილიონ ევროდ. ნიდერლანდების მიმდინარე ჩემპიონატში მან 16 მატჩში 7 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
ანტონის „აიაქსთან“ კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულში გასდის.
ცნობისათვის, ანტონი შარშან ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და იმ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.