ფეხბურთი

19:05 | 5.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძის გოლით და გიორგი არაბიძის დუბლით "ტორპედომ" სერბული გუნდი დაამარცხა (+VIDEO)

ქუთაისის „ტორპედო“ თურქეთში შეკრებაზე ახალი სეზონისთვის ემზადება და მორიგი ამხანაგური მატჩი სერბული „ნაპრედაკის“ წინააღმდეგ ჩაატარა, რომელსაც 4:1 აჯობა.

პირველ ტაიმში ანგარიში ლევან მჭედლიძემ გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში გიორგი არაბიძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი აკაკი შულაიას ანგარიშზეა. მჭედლიძემ თავით გაიტანა, არაბიძემ ჯერ შორი მანძილიდან, მერე ჯარიმით დალაშქრა მეტოქის კარი, ხოლო შულაიამ პენალტი პანენკას სტილში ზუსტად დაარტყა.

შეგახსენებთ, ანტალიაში „ტორპედომ“ მანამდე კიდევ ერთი სპარინგი ჩაატარა და „რუდართან“ 1:2 დამარცხდა, ხოლო მომდევნო ამხანაგურ მატჩს 10 თებერვალს, ტალინის „ლევადიასთან“ ჩაატარებს.

თურქულ შეკრებაზე ემზადება საქართველოს მოქმედი ჩემპიონი "დინამო ბათუმიც", რომელიც ბელგრადის "პარტიზანს" დაუპირისპირდა და თავიდან იგებდა კიდეც, მაგრამ შემდეგ სამი გოლი გაუშვა და 1:3 დამარცხდა.

0.128611