სხვა

18:39 | 5.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

საბა ქუმარიტაშვილმა ზამთრის ოლიმპიადაზე ორი დაშვება შეასრულა

პეკინის ზამთრის 24-ე ოლიმპიურ თამაშებზე მოციგავე საბა ქუმარიტაშვილი ჩაერთო და ორი დაშვება შეასრულა. ეს მისთვის პირველი ოლიმპიური თამაშებია.

21 წლის ქართველი სპორტსმენი ორი დაშვების შემდეგ 34 მონაწილეს შორის 31-ე ადგილზეა, ლიდერ გერმანელ იოჰანეს ლუდვიგს კი თითქმის 6 წამით ჩამორჩა. მან პირველი დაშვება 1:00.211 წუთში, მეორე კი 1:00.146 წუთში დაფარა.

მოციგავეები 6 თებერვალს მესამე და მეოთხე დაშვებას შეასრულებენ და საბოლოო შედეგებიც ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე ჩვენი ქვეყნისთვის სარეკორდო - 9 სპორტსმენით არის წარმოდგენილი. საბა კი ვანკუვერში ტრაგიკულად დაღუპული, ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძაშვილია.

0.136125