ძიუდო

18:05 | 5.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის ფინალშია, მარგველაშვილს და პაპინაშვილს ბრინჯაოს შანსი აქვთ

ძიუდოში პარიზის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილი ოქროს, ვაჟა მარგველაშვილი და ჯაბა პაპინაშვილი კი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

66 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორმა ვაჟა მარგველაშვილმა ანგოლელ ედმილსონ პედროს და ამერიკელ აიზია რამირესს მოუგო, ხოლო ნახევარფინალში მონღოლ ბასხუუ იონდონპერენლეის გაეჯიბრა, რომელთანაც თითქმის 7-წუთიან ბრძოლაში 3 გაფრთხილებით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის გავა ტატამიზე, მისი მეტოქე კი ფრანგი დაიკი ბუბა იქნება.

73 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის კიდევ ერთი პრიზიორი ლაშა შავდათუაშვილი ფინალშია. მან ბრაზილიელი ჟულიო სეზარ კოდა, ფრანგი იოან-ბენჟამინ გაბა და უზბეკი შახრამ ახადოვი უპრებლომოდ დაამარცხა და ფინალში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს შეხვდება. სხვათა შორის, შავდათუაშვილის კარიერას პარიზის გრანდ სლემის ოქროს მედალი აკლია და ახლა მიზანთან ერთ ნაბიჯშია.

60 კგ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილმა განელი ზეო აგუდოო დაამარცხა, მეოთხედფინალში კი საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძესთან დამატებით დროში დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ბელგიელ იორე ვერსტრაეტენს დამატებით დროში უმძიმეს ბრძოლაში მოუგო და ბრინჯაოს მედლისთვის აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი 20:00 საათიდან დაიწყება. 6 თებერვალს პარიზის გრანდ სლემზე კიდევ სამი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს - ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ) და ბექა ღვინიაშვილი (90 კგ).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14521