ფეხბურთი

17:10 | 5.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "ბარსელონას" თამაში მომწონს და შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „ბარსელონასთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა და მეტოქე შეაქო. არგენტინელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ „ბლაუგრანას“ ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შეუძლია.

„მომწონს „ბარსელონას“ თამაში. ისინი აწესებენ იმ ფილოსოფიას, რომელსაც მთელი ცხოვრება იცავდნენ. ახლა მათ შემადგენლობაშიც უფრო მეტი არჩევანი აქვთ, რაც მწვრთნელად უამრავ ვარიანტს აძლევს. „ბარსელონა“ ყოველთვის იბრძოდა ტიტულისთვის და ახლაც აქვს შანსი საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნდეს“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ მატჩი 6 თებერვალს გაიმართება. 21 თამაშის შემდეგ მადრიდელები 36 ქულით მეოთხე, ხოლო კატალონელები 35 ქულით მეხუთე ადგილზე არიან.

0.11069