ლონდონის „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შედეგად, გერმანელი სპეციალისტი დროებით გუნდს გამოაკლდა.
ტუხელი თვითიზოლაციაშია და ინგლისის თასზე „პლიმუთთან“ „ჩელსი“ მის გარეშე ითამაშებს.
გარდა ამისა, ლონდონური გუნდი აბუ დაბიში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე უმწვრთნელოდ გაემგზავრება, თუმცა, თუ ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი რიგზე იქნება, ტუხელი გუნდს მოგვიანებით შეუერთდება.
აქვე გეტყვით, რომ „ჩელსი“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პირველ მატჩს 9 თებერვალს ჩაატარებს.