ფეხბურთი

14:17 | 5.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში: "ბარსელონა" მწვერვალზე ყველამ ერთად უნდა დავაბრუნოთ"

„ბარსელონას“ მცველმა დანი ალვეშმა განაცხადა, რომ ყველა ფეხბურთელი მხოლოდ ერთი მიზნისთვის იბრძვის - კლუბის ძველი დიდების დასაბრუნებლად.

როგორც ვეტერანმა ბრაზილიელმა აღნიშნა, სჯერა, რომ კლუბი რთულ პერიოდს დაძლევს და მალე ისევ საფეხბურთო მწვევრალზე იქნება.

„ჩვენ ყველანი ერთსა და იმავე მიზანზე ვართ ორიენტირებულნი - „ბარსელონას“ დაბრუნება უმაღლეს დონეზე. ასევე, გუნდში ჯანსაღი და პოზიტიური ატმოსფეროს შექმნა. ნეგატივი სწორი ნაბიჯების გადადგმასა და ზრდაში არ გვეხმარება, ამიტომ ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს. დარწმუნებული ვარ, „ბარსელონა“ გადალახავს ამ სირთულეებს და დაბრუნდება მწვერვალზე, სადაც მისი ადგილია.

რაც შეეხება უსმან დემბელეს, ის ჩვენი გუნდის ნაწილია, ის უნდა დავიცვათ. ყველა ფეხბურთელმა თავის ეგოზე მაღლა გუნდის ინტერესები უნდა დააყენოს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ეს გუნდი თავის პოზიციას დაუბრუნდეს“, - თქვა დანი ალვეშმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109535