კალათბურთი

11:51 | 5.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბეჟანიშვილის 4 ქულა და 7 მოხსნა G ლიგაში

NBA-ს განვითარების ლიგაში (G ლიგა) გიორგი ბეჟანიშვილის „გრანდ რაპიდს გოლდი“ „მეინ სელტიკსს“ ესტუმრა და 116:108 დაამარცხდა, რითაც ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.

ბეჟანიშვილი სასტარტო ხუთეულში არ იყო, მაგრამ 14 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 4 ქულით, 7 მოხსნით, 2 პასით და 1 დაფარებით დაეხმარა. მან 3-დან 2 სროლა გამოიყენა.

„გრანდ რაპიდს გოლდი“ 8 მოგებით და 4 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 6 თებერვალს ისევ „მეინ სელტიკსთან“ გამართავს.

0.116762