იტალიელმა ფეხბურთელმა მატეო გაბიამ "მილანთან" კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია "როსონერის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
გაბია "მილანის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2017 წელს დააწინაურეს. გაბია ერთხელ (2018/19) იყო განათხოვრებული "ლუკეზეში". მატეომ იტალიურ გუნდის მაისურით 31 მატჩი აქვს ჩატარებული. 22 წლის ფეხბურთელს გუნდში მცირე სათამაშო დრო ეძლება.