ჩოგბურთი

14:31 | 8.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარეი შანხაიში გამარჯვებას და ლონდონში ასპარეზობას უმიზნებს

შანხაის Shanghai Rolex Masters-ზე შოტლანდიელმა ენდი მარეიმ თეიმურაზ გაბაშვილის შემდეგ პოლონელ იეჟი იანოვიჩსაც მოუგო (7:5, 6:2) და მესამე წრეში ესპანელ დავიდ ფერერს შეხვდება. მარეისა და იანივიჩის მატჩი საათნახევარს გაგრძელდა, 27 წლის ენდიმ 10 ეისი, 3 ბრეიკი შეასრულა და იეჟისთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში 4:1 გახადა.

სადღეისოდ რეიტინგსიის მეთერთმეტე ნომერმა მარეიმ განაცხადა, რომ ყოველმხრივ შეეცდება ლონდონში წლის შემაჯამებელ ასპარეზობაზე საგზური მოიპოვოს: “შანხაიში შეძლებისდაგვარად წარმატებით უნდა გამოვიდე, შემდეგ კი პარიზის მასტერზი მელის. წინა წლებში, როდესაც საფრანგეთის დედაქალაქში ჩავდიოდი, წლის შემაჯამებელ ტურნირზე გამოსვლის უფლება უკვე მოპოვებული მქონდა. საინტერესოა ახალ ვითარებაში თავის გამოცდა”.

შანხაიში მესამე წრეში გასვლა ვერ მოახერხა კლასიფიკაციის მეექვსე ნომერმა კეი ნიშიკორიმ. იაპონელი რეიტინგში 60-ე ადგილზე მყოფ ამერიკელ ჯეკ სოკთან 6:7, 4:6 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.170354