ხორვატიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი პრემიერლიგის ინავრის საუკეთესო გოლის ავტორად დაასახელეს. "ლივერპულთან" 21-ე ტურის მატჩში (2:2) კოვაჩიჩმა 42-ე წუთზე ეფექტური დარტყმით ანგარიში ერთ ბურთამდე შეამცირა (1:2). სულ კი იანვარში მატეომ ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.