ფეხბურთი

21:15 | 4.02.2022 | ნანახია NaN - ჯერ

კომანმა "ბაიერნში" დარჩენის გადაწყვეტილება ახსნა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა კინგსლი კომანმა განაცხადა, რომ გერმანულ გრანდისგან მხარდაჭერა იგრძნო და სხვაგან წასვლაზე არც უფიქრია. ფრანგ ფეხბურთელს ევროპული მედია "ჩელსის" და "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებდნენ, თუმცა ფეხბურთელმა კლუბთან ახალი 5.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

"აქ ყველაფერი მაქვს, ასე რომ სხვაგან წასვლაზე არც მიფიქრია. როდესაც ისეთი მხარდაჭერა გექნება, როგორიც მე მქონდა, განსაკუთრებით გულის ოპერაციის შემდეგ, შენ აუცილებლად მოგინდება კლუბს მადლობა გადაუხადო. შენ უნდა იბრძოლო და გააკეთო ყველაფერი იმ ხალხისთვის, ვინც მხარს გიჭერს." - ციტირებს Sport 1 კომანის სიტყვებს.

კომანი "ბაიერნმა" 2015 წელს დაიმატა და მას შემდეგ ფრანგმა 218 შეხვედრაში 46 მატჩი ჩაატარა და 53 საგოლე გადაცემა შეასრულა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:34 | 26.10.2020
ogafa (10230)

ლაიფციგია

01:11 | 25.10.2020
Homerson (108)

გნაბრის არყოფნაც კიდიათ . მერე რა რომ ალკანტარაც წავიდა... ,,ამაზრზენი” გუნდია!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.069663
სარეკლამო ადგილი - 99
X x X