ფეხბურთი

14:30 | 4.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ლეპსაია ანანიძის "ვიტესში" ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა

საფეხბურთო აგენტმა თემურ ლეპსაიამ ჯანო ანანიძის შესახებ რუსულ მედიასთან ისაუბრა. მან გაიხსენა 2019 წელს არნემის „ვიტესში“ ჩაშლილი ტრანსფერი და ასევე ისაუბრა, რომ ჯანოს ჯერ კიდევ შეუძლია ფეხბურთის თამაში.

- რატომ არ გადავიდა ჯანო 2019 წელს „ვიტესში“?

- ძალიან სურდა წასვლა, ხელფასის 60%-ს კარგავდა, მაგრამ ეს არც აწუხებდა. ჯანოთი მანამდე სლუცკიც იყო დიანტერესებული, რომელიც კლუბს წვრთნიდა. არც „სპარტაკი“ იყო წინააღმდეგი, გარიგება „ვიტესის“ იურისტებმა შეაჩერეს. ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ „სპარტაკს“ „ვიტესის“ ანგარიშზე გადაერიცხა მთელი ის თანხა, რაც ჯანოს უნდა მიეღო იჯარის პერიოდში და ასევე ნიდერლანდების უზარმაზარ გადასახადს - 52%-ს. „სპარტაკისთვის“ ეს წამგებიანი იყო. არნემელებს ალტერნატივა შევთავაზეთ, „სპარტაკი“ ჯანოს კონტრაქტს გაუწყვეტდა, მე კი, როგორც ფეხბურთელის წარმომადგენელი გარანტიას ვიძლეოდი, რომ ნიდერლანდებიდან დაბრუნების შემდეგ „სპარტაკთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებდა. ამ ყველაფერს ის აზრი ჰქონდა, რომ ჯანო „ვიტესთან“ სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებდა და „სპარტაკს“ ფინანსური ზარალი არ ექნებოდა. ეს შეიძლება ჩაითვალოს ფარულ იჯარად და იურისტებმა გვითხრეს, რომ შეუძლებელი არისო. მათ მაგალითი „რეალიდან“ მოიყვანეს, როცა იჯარით ოდეგორი ჰყავდათ და ითხოვნდნე, რომ „სპარტაკსაც“ იგივე გაეკეთებინა, ფული გადაეხადა. თუმცა, ესპანეთში საშემოსავლო გადასახადი 45%-ია, რუსეთში 13%, ასე რომ, „რეალი“ „სპარტაკისგან“ განსხვავებით ფაქტობრივად არანაირი ფინანსურ წაგებაში არ მიდიდოდა.

- რა მომენტში გახდით ჯანოს აგენტი?

- აქედანვე განვმარტოთ - მისი აგენტი არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ. ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს და არა საქმიანი.

- კი მაგრამ, 2016 წელს ჯანომ ახალი კონტრაქტი „სპარტაკთან“ ხომ თქვენი მონაწილეობით გააფორმა?

- დიახ.

- და წელიწადში თითქმის 2 მილიონ ევროს იღებდა. როგორ მოახერხეთ ასეთი ხელფასის მოპოვება?

- პატიოსნად გეტყვით - მოლაპარაკებები რთული არ ყოფილა. „სპარტაკს“ ფეხბურთელის შენარჩუნება სურდა, ამიტომ, კომპრომისი სწრაფად ვიპოვეთ.

- ჯანომ 2020 წელს „როტორი“ ერთ თვეში დატოვა, შემდეგ კი „დინამო თბილისში“ მხოლოდ 26 წუთი ითამაშა. კარიერის დასასრული ახლოსაა?

- არა! ჯანო უკვე დიდი ხანია თამაშობს და ბევრი ფიქრობს, რომ ის უკვე 45 წლისაა, მაგრამ ოქტომბერში მხოლოდ 30 წლის გახდება. უბრალოდ, „როტორი“ ტრავმის გამო დატოვა, „დინამო თბილისში“ კი რეციდივი ჰქონდა. ჯანო ამჟამად თურქეთში საქართველოს ჩემპიონ „დინამო ბათუმთან“ ერთად იმყოფება. ჯერჯერობით, არანაირი კონტრაქტი არ გაფორმებულა. მან თავად შესთავაზა მენეჯმენტს, რომ ჯერ ნახოს, როგორ რეაგირებს მისი ფეხი დატვირთვაზე. მისთვის ფული არ არის მნიშვნელოვანი. კარიერის განმავლობაში კარგ ფულს შოულობდა, ახლა მხოლოდ ფეხბურთით ტკბობა სურს.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძეს კარიერის განმავლობაში მოსკოვის „სპარტაკში“, „როსტოვში“, „კრილია სოვეტოვში“, „ანორთოსისში“, „როტორსა“ და „დინამო თბილისში“ უთამაშია, ამჟამად „დინამო ბათუმში“ ვარჯიშობს, მაგრამ ჯერ კონტრაქტი ოფიციალურად არ გაუფორმებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111586