ფეხბურთი

13:25 | 4.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლეპსაია: "კვარაცხელიას შესახებ "სევილიასთან" ვისაუბრე, მაგრამ მისთვის იდეალური "აიაქსი" იქნება"

საფეხბურთო აგენტმა თემურ ლეპსაიამ ყაზანის „რუბინის“ ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა. ის ფიქრობს, რომ „რუბინიდან“ ტოპლიგაში გადასვლა რთულია, ამიტომაც, მიაჩნია, რომ კვარაცხელიასთვის იდეალური ამსტერდამის „აიაქსში“ ტრანსფერი იქნება.

„უბრალოდ, „სევილიას“ სპორტულ დირექტორ მონჩის ვიცნობ. ხვიჩას შესახებ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ვისაუბრეთ და ბიჭს დადებითი შეფასება მივეცი. დარწმუნებული ვარ, ბევრ კლუბს ჰყავს მონიშნული, მაგრამ ხვიჩასთვის იდეალური ვარიანტი ჩემი აზრით, „აიაქსი“ იქნება. იქ ბევრ გოლს გაიტანს. ნიდერლანდებში ღია ფეხბურთია, 4-3-3 სქემით თამაშობენ, რაც ხვიჩასთვის იდეალურია. სწრაფი, ტექნიკური ფეხბურთია. „რუბინიდან“ ტოპლიგაში გადასვლა რთულია, ერედივიზიონში კი შეგიძლია სახელი გაითქვა და ერთი სეზონის შემდეგ უკეთეს ჩემპიონატში გადახვიდე“, - თქვა ლეპსაიამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან 17 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114811