ფეხბურთი

13:00 | 4.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ეს მარცხი გაგვაძლიერებს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის თასის მეოთხედფინალში „ბილბაოსთან“ მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ეს წაგება მის გუნდს გააძლიერებს.

„მტკივნეული წაგებაა, რადგან ყველა ტურნირის მოგება გვინდოდა. ახლა, იმედი მაქვს, რომ ეს მარცხი გაგვაძლიერებს. ეს არ ყოფილა სეზონში ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში, უფრო მეტიც, ვფიქრობ, თანაბარი თამაში იყო, მაგრამ მეტოქემ გოლი ბოლოს გაიტანა“, - თქვა ანჩელოტიმ.

აქვე გეტყვით, რომ მადრიდის „რეალი“ ესპანეთის თასის ფინალში 2014 წლის შემდეგ აღარ გასულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108617