სხვა

12:20 | 4.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის ოლიმპიადა დაიწყო, საქართველო ფინალში გადასასვლელად იბრძოლებს

დღეიდან 20 თებერვლის ჩათვლით ჩინეთის დედაქალაქი პეკინი ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს. საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) 9 სპორტსმენი იასპარეზებს.

გახსნის ცერემონია ჯერ არ ჩატარებულა. თდღეს თბილისის დროით 16:00 საათზე საქართველოს დელეგაციის მედროშეები მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი იქნებიან.

სპორტულ ცეკვებში გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას წყვილმა და ლუკა ბერულავასა და კარინა საფინას დუეტმა იასპარეზეს. ერთეულებში კი მორის ყვითელაშვილი გამოვიდა.

პირველ საშეჯიბრო დღეს ყინულზე ქართველთაგან პირველი მორის ყვითელაშვილი გავიდა. ქართველმა სპორტსმენმა მოკლე პროგრამაში 92.37 ქულა გამოიმუშავა და მე-4 პოზიციაზე გავიდა, რაც ქვეყნისთვის 7 ქულის მომტანი გამოდგა. მას მხოლოდ ამერიკელმა, იაპონელმა და რუსმა სპორტსმენებმა აჯობეს.

მოციგურავეების გუნდურ შეჯიბრებაზე კარინა საფინა/ლუკა ბერულავას წყვილმა სპორტული წყვილები (მოკლე პროგრამა) 64.79 ქულით მე-6 ადგილი დაიკავა და ჩვენს ქვეყანას 5 ქულა მოუტანა.

ასევე მოციგურავეთა გუნდურ შეჯიბრებაზე გიორგი რევია/მარია კაზაკოვას დუეტმა სპორტული ცეკვებში (მოკლე პროგრამა) 64.60 ქულით მე-8 ადგილით დაასრულა და 3 ქულა გამოიმუშავა.

სამი დისციპლინის შემდეგ საქართველოს 15 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზე იმყოფება. ჩვენზე ცუდი შედეგი 3 ქვეყანას - ჩეხეთს, უკრაინასა და გერმანიას აქვს. პირველი სამ პოზიციას კი ამერიკის, რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები იკავებენ.

მედლისთვის მებრძოლი 5 საუკეთესო ნაკრების ვინაობა, 6 თებერვალს, ქალთა მოკლე პროგრამაში დაფიქსირებული შედეგების შემდგომ გაირკვევა. საქართველოს სახელით ანასტასია გუბანოვა გამოვა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო იმ 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა, რომლებიც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ, რაც ისტორიული ამბავია. აქამდე ჩვენს სპორტსმენებს ოლიმპიურ გუნდურ შეჯიბრებაში არასოდეს უასპარეზიათ.

0.118427