თამაშგარე

11:11 | 4.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჯერ იჩხუბეს, მერე იქორწინეს...

სპორტულ კარიერაში საქმეები კარგად ნამდვილად არ მისდის ხესე როდრიგესს. აბა როგორი საქმეა, კაცს ევროპის ისეთ ბობოლა კლუბებში გქონდეს ნაბურთავები, როგორიც მადრიდის “რეალი“ და ფრანგული “პსჟ“ არის და 28 წლის ასაკში როდესაც სხვები კარიერის ზენიტში არიან, უსახელო “ლას პალმასში“ ღვრიდე ოფლს?!...

ამის მიუხედავად, ხესე როდრიგესის “ეზოშიც მოვიდა გაზაფხული“. მრავალწლიანი ვაიუშველებლის შემდეგ, ესპანელი შემტევიც ცოლიანი კაცების რიგში ჩაეწერა. ხესემ დუბაიში დასვენების დროს ცოლობა თავის გულისსწორს და ერთი შვილის დედას, 32 წლის მოდელ აურა რუისს სთხოვა და ჰოი საკვირველებავ - მისგანაც მტლაშა-მტლუში და საამისო დასტური მიიღო.

არადა, რამდენიმე წლის წინ, აურა რუისი ფეხბურთელს სასამართლოში უჩიოდა, სექსუალურად მავიწროვებს და ჩემს სიახლოვეს მაგისი ფეხი არ ვნახოო. თუმცა, საბოლოო ჯამში, მაინც სიყვარულმა გაიმარჯვა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამ ქალის სექსუალური “შევიწროვება“ ხესეს მხრიდან ჩვეულებრივ და მუდმივ ხასიათს მიიღებს.

0.143895