ავტოსპორტი

2:19 | 4.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ასტონ მარტინმა“ საუდეთის ნავთობ გიგანტთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა

„ასტონ მარტინის“ ფორმულა 1-ის გუნდმა, მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა საუდის არაბეთის ნავთობ კომპანია „არამკოსთან“, რომელიც იმავდროულად, ფორმულა 1-ის პარტნიორიცაა. ბრიტანული გუნდი იმედოვნებს, რომ ახალ პარტნიორთან ერთად, დიდი პრიზების რბოლებში, მოწინავეთა რიგებში შეაღწევს.

„ასტონ მარტინის“ და „არამკოს“ პარტნიორობა ეხება საწვავს და საზეთ მასალებს. ფორმულა ერთი 2025 წლისთვის სრულად განახლებად საწვავზე გადავა და ამ საქმეში, „ასტონ მარტინს“ თავისი ახალი პარტნიორი დაეხმარება. გარდა ამისა, ისინი ერთად იმუშავებენ საგზაო ავტომობილებისთვის ეკონომიური ძრავების ტექნოლოგიების შემუშავებასა და კომერცალზეციაზე, ასევე ავტომობილების წარმოებაში არამეტალური მასალების გამოყენებაზე.

„ჩვენ სპორტში იმისთვის ვართ, რომ გავიმარჯვოთ. ამიტომ მინდა მივესალმო ისეთ ავტორიტეტულ კომპანიასთან თანამშრომლობის დაწყებას, როგორიც არამკოა. მათ წარმოუდგენლად დიდი ინტელექტუალური რესურსი და ტექნიკური შესაძლებლობები აქვთ, რაც ჩვენი მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება“, - განაცხადა „ასტონ მარტინის“ მფლობელმა, კანადელმა მილიარდერმა ლოურენს სტროლმა.

შეგახსენებთ, რომ „ასტონ მარტინის“ პილოტები არიან მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი და კომპანიის მფლობელის შვილი ლანს სტროლი. ამიერიდან, გუნდის სრული სახელი იქნება „ასტონ მარტინ არამკო კოგნიზანტ ფორმულა ვან ტიმ“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115248