ფეხბურთი

10:27 | 4.02.2022 | ნანახია NaN - ჯერ

ლევანდოვსკი: "ჰოლანდს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ვარსკვლავი იქნება"

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ „დორტმუნდის“ ფეხბურთელის, ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა. პოლონელმა ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ ჰოლანდის თამაშის ყურება სასიამოვნოა, მაგრამ ახალგაზრდულ ასაკში ნაჩვენები თამაში იმის გარანტია არ არის, რომ მომავალშიც ვარსკვლავი იქნება.

„ჰოლანდი ჩემგან განსხვავებული ფეხბურთელია, უფრო ძლიერია, მეტი ძალა აქვს და ფიზიკურადაც განვითარებულია. ეს არის მისი მთავარი თვისებები და ჩვენ განსხვავებული მახასიათებლები გვაქვს. ვერ ვიწინასწარმეტყველებ როგორ განვითარდება მისი კარიერა. თუ ვინმეს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის ვარსკვლავი იქნება. არ მიყვარს 33 წლის ფეხბურთელის 21 წლის მოთამაშესთან შედარება, ყველას თავისი გზა აქვს. რა თქმა უნდა, ჰოლანდი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომლის ყურება სასიამოვნოა“

შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდში“ 2020 წლიდან თამაშობს, ხოლო ლევანდოვსკი „ყვითლების“ ღირსებას 2010-2014 წლებში იცავდა, მერე კი თავისუფალი აგენტის სტატუსით მიუნხენის „ბაიერნს“ შეუერთდა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:38 | 27.01.2022
lashalsh (143)

მეორე გოლიც მიქასია იასნია , რა გაუკეთა ზიდანის ფინტით და სად მოხვდა ძელს , ძელიდან ასხლეტილი კიდე ცარიელ კარში გაიატან იმ ჩემისამ

12:43 | 27.01.2022
dinamo222 (8587)

პირველი მომენტი რომ ქონდა 32:56 ზე კომენტატორმა რა თქვა-მიქაუტაძემ ისე დაარტყა მეკარეს ბუასილი გაუჩინაო DD

12:41 | 27.01.2022
johnsilver (1156)

ადვილად აბურთავა მთელი დაცვა.

0.063933