ბრაზილიური "პალმეირასის" 15 წლის თავდამსხმელს ენდრიკი შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას AS-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "სამეფო კლუბი" მზადაა ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერში 45 მილიონ ევრომდე გადაიხადოს. ტრანსფერი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ 2024 წლის ზაფხულში, როდესაც თავდამსხმელი 18 წლის გახდება.
დამდეგ ზაფხულს ფეხბურთელმა „პალმეირასთან“ პირველი პროფესიული კონტრაქტი უნდა გააფორმოს, რომელიც ძალაში 2025-წლამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ ბრაზილიური კლუბის მესვეურებს სურთ ენდრიკის გამოსასყიდი კომპენსაციის ოდენობა 100 მილიონი ევროს ოდენობით განსაზღვრონ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ბრაზილიელი ტალანტით მადრიდის „რეალის“ გარდა, „ბარსელონა“ და „მანჩესტერ სიტი“ ინტერესდებიან. ამ დროისთვის 15 წლის ენდრიკი, რომელიც ცენტრფორვარდია, „პალმეირასის“ 20-წლამდე ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს. უახლოეს მომავალში შესაძლოა მას დებიუტი მთავარ გუნდშიც ჰქონდეს.
Warning: Undefined array key "Interface" in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/comments.php on line 139
Fatal error: Uncaught mysqli_sql_exception: Duplicate entry '1-241afb318a8d80bd7f8435881d2b67d5' for key 'LangID_2' in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php:510 Stack trace: #0 /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php(510): mysqli_query() #1 /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/comments.php(320): _Interface() #2 {main} thrown in /home/admin/domains/worldsport.ge/public_html/functions.php on line 510