ფეხბურთი

20:25 | 3.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძეს "ჰამბურგის" ვარჯიშის გამოტოვება მოუწია

„ჰამბურგის“ ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის უახლოეს ტურში „დარმშტადტთან“ სავარაუდოდ ძირითად შემადგენლობაში არ იქნება.

გერმანული მედიის ვარაუდით, დისკვალიფიცირებულ სონი კიტელს დევის კინსომბი შეცვლის, ხოლო ქართველი ფეხბურთელი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთვება.

ჩაკვეტაძეს ბელგიაში დაბრუნება მოუწია ორგანიზაციული საკითხების გამო, რის გამოც გერმანული გუნდის ბოლო ვარჯიში გამოტოვა. ამიტომაც, ნაკლებ სავარაუდოა, ტიმ ვალტერმა ის ძირითად შემადგენლობაში გაამწესოს, რადგან გუნდთან ადაპტაცია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.

შეგახსენებთ, „ჰამბურგი“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 20 ტურის შემდეგ 34 ქულით მეოთხე-მეექვსე ადგილებს „შალკესთან“ და „ჰაიდენჰაიმთან“ ერთად იყოფს, ლიდერ „დარმშტადტს“ კი, რომელსაც 6 თებერვალს ესტუმრება, 5 ქულით ჩამორჩება, მეორეადგილოსან „სანქტ პაულის“ 2, ხოლო მესამეადგილოსან „ვერდერს“ 1 ქულით. გიორგი ჩაკვეტაძე გერმანულ გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.

0.115604