მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში აშშ-ს ნაკრებმა ჰონდურასს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა, რითაც მუნდიალისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა.
თუმცა, ეს თამაში სულ სხვა კუთხით მოექცა ყურადღების ცენტრში: თამაში -16 გრადუს ყინვაში გაიმართა, რის გამოც ჰონდურასის ნაკრების ორი ფეხბურთელი შესვენებაზე შეცვალეს.
როგორც ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, ჰიპოთერმიის გამო, რაც ნიშნავს, რომ სხეულის ტემპერატურა 35 გრადუსზე დაბლა დაეცა, ორი ფეხბურთელი (ლუის ლოპესი და რომელ კიოტი) მეორე ტაიმში მოედანზე ვერ გავიდა. ისიც ვთქვათ, რომ მატჩს მინესოტამ უმასპინძლა.
კონკაკაფის ზონას 11 ტურის შემდეგ კანადა დამაჯერებლად, 25 ქულით ლიდერობს, შემდეგ მოდიან აშშ და მექსიკა 21-21 ქულით და მუნდიალის საგზურს სწორედ 3 გუნდი მოიპოვეს, მეოთხე, საპლეი-ოფო ადგილზე კი ამ დროისთვის 17 ქულით პანამაა, მაგრამ კოსტა რიკასაც აქვს შანსი, რომელსაც 16 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზეა.