ჩოგბურთი

18:42 | 3.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირს გამოეთიშა და წაგებათა სერია გაიზარდა

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ისევ ცუდ ფორმაშია და მორიგი მარცხი განიცადა. ამჯერად, მონპელიეს ტურნირის პირველ წრეში.

ბასილაშვილი ბოსნიელ დამირ ჯუმჰურს შეხვდა, რომელიც რეიტინგის 152-ე ნომერია, მაგრამ საათსა და 28 წუთი ბოსნიელმა მოიგო - 2:1.

პირველი სეტი ბასილაშვილმა უბრძოლველად, 1:6 დათმო და აქცენტი მეორე სეტზე გააკეთა, რომლის მოგება დაძაბულ ბრძოლაში, 7:5 მოახერხა. შედეგად, ყველაფერი მესამე სეტში გადაწყდა, სადაც ბრძოლა ისევ არ ყოფილა - 6:2 ბოსნიელის სასარგებლოდ და ნიკოლოზი, რომელმაც გუშინ წყვილთა შორისაც წააგო, ასპარეზობას გამოეთიშა.

29 წლის ქართველი ჩოგბურთელის კარიერაში მართლაც წარუმატებელი პერიოდია, რადგან ბოლოს გამარჯვების მოპოვება გასული წლის 25 ოქტომბერს მოახერხა, როდესაც ვენის ტურნირზე ესპანელი პაბლო კარენო-ბუსტა დაამარცხა. ერთეულთა თანრიგში ბასილაშვილს ბოლო 7 შეხვედრა აქვს წაგებული.

0.113921