ფეხბურთი

18:04 | 3.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

იოაჰიმ ლიოვი თურქულ გუნდს ჩაიბარებს

გერმანიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი მალე თურქულ „ფენერბაჰჩეს“ უხელმძღვანელებს, ამის შესახებ Haber Global-ი იტყობინება.

წყაროს ცნობით, 61 წლის სპეციალისტმა უკვე გამართა მოლაპარაკებები კლუბის პრეზიდენტ ალი კოხთან და მხარეები გარიგების ყველა პირობაზე შეთანხმდნენ. გერმანელ სპეციალისტთან კონტრაქტი სამწლიანი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ლიოვი „ფენერბაჰჩეს“ ძალიან კარგად იცნობს, რადგან თურქული ფეხბურთის გრანდს 1998-1999 წლების სეზონში წვრთნიდა, მას თურქეთში ასევე უმუშავია „ადანასპორის“ მთავარ მწვრთნელად.

შეგახსენებთ, რომ ლიოვი გერმანიის ეროვნულ ნაკრებს 2006 წლიდან 2021 წლამდე ხელმძღვანელობდა. „ფენერბაჰჩეს 23 ტურის შემდეგ 37 ქულა აქვს და თურქეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.

0.114665