„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ და მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა, ნახევარმცველ უსმანე დემბელეს გამო იკამათეს - წერს Marca.
ლაპორტას სურს, რომ დემბელემ აღარასოდეს ითამაშოს „ბარსელონას“ მაისურით. ჩავიც არ ფიქრობს, რომ ფრანგი შუახაზელი სეზონის ბოლომდე უნდა დარჩეს. თუმცა, მიაჩნია, რომ ის შესაძლოა, სასარგებლო იყოს, თუნდაც ახალწვეული პიერ-ემერიკ ობამეიანგის ადაპტაციის საკითხში. ისინი ხომ ერთად თამაშობდნენ „დორტმუნდში.“
უახლოეს ხანში საგანგებო სხდომა გაიმართაბა, სადაც დემბელეს საკითხს გადაწყვეტენ. „ბარსელონას“ ფრანგთან კონტრაქტის შეწყვეტა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე სურას. თუ ფეხბურთელი დათანხმდება, თავისუფალი აგენტი გახდება. ხოლო კატალონიელები ხელფასის ნაწილს გადაუხდიან, სანამ სხვა კლუბს არ მოძებნის.
თუ დემბელე არ დათანხმდა, მაშინ „ბარსას“ მისთვის მთლიანი ხელფასის გადახდა 30 ივნისამდე მოუწევს.