პრემიერლიგის მე-19 ტურის გადატანილი მატჩი „ლივერპულსა“ და „ლიდსს“ შორის, 23 თებერვალს გაიმართება - გვამცნობს „წითლების“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
ეს თამაში კალენდრის მიხედვით, 26 დეკემბერს, Boxing Day-ზე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ „ლიდსში“ გაუარესებული კოვიდსიტუაციის გამო გადაიდო.
23 ტურის შემდეგ, „ლივერპული“ 48 ქულით პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა, 22-ქულიანი „ლიდსი“ კი მე-15 პოზიციაზე დგას.