ფეხბურთი

13:23 | 3.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ვალენსია“ ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა. მამარდაშვილის ამბავი კვლავ გაურკვევლია

ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალში „ვალენსიამ“ „კადისს“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. მასპინძელთაგან გოლები გონსალუ გედეშმა და უგო დურომ გაიტანეს.

მატჩის შემდეგ „ღამურების“ დამრიგებელმა, ხოსე ბორდალსმა, განაცხადა, რომ ძალიან ბედნიერები არიან გამარჯვებით. დიდ მადლობას უხდის გულშემატკივრებს მხურვალე მხარდაჭერისთვის და ყველაფერს იღონებენ ფინალში გასასვლელად.

შემდეგ მას მეკარეების შესახებ ჰკითხეს.

„დისკუსია ზედმეტია. სამივე გუნდის სრულფასოვანი წევრია. სილესენი ტრავმირებულია. დღეს ხაუმე (დომენეკი) ვათამაშეთ და მან შესანიშნავად გაართვა თავი მოვალეობას.

გიორგიც (მამარდაშვილი) ძალიან კარგად მუშაობს. ვნახოთ, კვირას რომელს ვათამაშებთ. ეს მატჩის წინ მათი მზადყოფნის კვალად გაირკვევა.“ - ციტირებს ბორდალასის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

0.152533