ფეხბურთი

12:26 | 3.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გრინვუდმა საპყრობილედან გათავისუფლების შემდეგ დაცვა დაიქირავა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა, მეისონ გრინვუდმა, ციხიდან გირაოთი გათავისუფლების შემდეგ, შინ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა - წერს Daily Mail.

ახლა სახლის შესასვლელთან ორი კერძო მცველი მორიგეობს. მანამდე კი სპეციალისტებმა მთელ პერიმეტრზე ვიდეოკამერები დაამონტაჟეს.

20 წლის ფეხბურთელი გასულ კვირას დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც მისმა მეგობარმა გოგონამ, გარიეთ რობსონმა, სოციალურ ქსელში ნაცემი ფოტოები და აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც მას სექსუალურ ურთიერთობას აძალებენ. გრინვუდმა სამი დღე გაატარა საპყრობილეში.

„მანჩესტერმა“ ის თამაშებიდან და ვარჯიშებიდან დაითხოვა. სპონსორმა Nike-მა კი მასთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

გრინვუდი „იუნაიტედის“ ძირითად გუნდში 2018 წლიდან თამაშობს.

0.58406