ავტოსპორტი

2:34 | 3.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ალპინი“ ახალ სეზონს ოპტიმიზმით ხვდება

გასულ სეზონში „ალპინს“ (ყოფილ რენოს) სოლიდური პროგრესი ჰქონდა. მისმა პილოტმა ესტებან ოკონმა უნგრეთის რბოლა მოიგო, ფერნანდო ალონსომ კი ყატარში მესამე ადგილი დაიკავა. ამის მიუხედავად, „ალპინი“ მაინც ერთგვარად ჩრდილში იყო. თუმცა გუნდ დაჟინბით იმეორებდა, რომ აშკარა პროგრესი ჰქონდა.

ფრანგულ გუნდს ოპტიმიზმი არც ახალი სეზონის წინ აკლია. შეფი ლორან როსი ამბობს, რომ „ალპინს“ ახალ სეზონში ბევრის გაოცება შეუძლია. და თუ ასე მოხდა, მომდევნო სეზონებშიც ძლიერი ძალა იქნება.

„მომდევნო 5-10 სეზონში რენო ჩვენს გუნდს სტაბილური დაფინანსებით და ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ფ1 სულ უფრო ინტენსიურად იყენებს მონაცემთა ანალიზს და კომპიუტერულ სიმულაციებს და იმავდროულად, ტესტებს რეალურ გარემოშიც აგრძელებს. რენოში ჩვენ ხელოვნური ინტელექტის უმაღლესი კლასის სპეციალისტები გვყავს. ისინ უკვე ოცი წელია, ყველა პროექტში არიან ჩართულნი, მონაწილეობენ როგორც მარკეტინგში, ასევე წარმოებაშიც“, - ყვება როსი.

ის დასძენს, რომ „ალპინს“ ასეთი სპეციალისტების ჩართვა ნებისმიერ მომენტში შეუძლია. ეს კი მნიშვნელოვანი იქნებოდა მაშინ, როცა ფ1-ში გუნდბს ბიუჯეტის შეზღუდვა დაუწესეს.

„ჩვენ რბოლების მოგებას და შესაძლოა, ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაპირებთ. გეგმის მიხედვით, ეს 2024 ან 2025 წელს უნდა მოხდეს“, - დასძენს როსი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10811