კალათბურთი

1:22 | 3.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის MVP-ის ტიტული ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ საფრანგეთში „სტრასბურს“ ესტუმრა და საკმაოდ ადვილად 85:67 მოიგო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი ცენტრი იყო. შერმადინმა 25:35 წუთში 17 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. მან 9-დან 6 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა.

გიორგი, როგორც მოპოვებული ქულებით (17), ისე მარგი ქმედების კოეფიციენტის მაჩვენებლით (18) ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

„ლენოვო ტენერიფე“ ორი ტურის შემდეგ ორი გამარჯვებით D ჯგუფის ლიდერია, მომდევნო ტურში კი 8 თებერვალს, „რიტასს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.119764