ფეხბურთი

0:40 | 3.02.2022 | ნანახია 2019 - ჯერ

გიორგი აბურჯანიამ გოლი ლისაბონის "ბენფიკას" გაუტანა (+VIDEO)

პორტუგალიის საგრეს ლიგის მეოცე ტურში გიორგი აბურჯანიას „ჟილ ვისენტემ“ ლისაბონის „ბენფიკას“ „და ლუჟზე“ 2:1 მოუგო, ქართველმა ნახევარმცველმა კი გოლი გაიტანა.

გიორგი ძირითად შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე მეტოქის კარი თავით დალაშქრა, როდესაც შეტევაში კუთხურის დროს ჩაერთო. ამ გოლით „ჟილ ვისენტე“ 2:0 დაწინაურდა, რადგან მანამდე სამუელ დიას ლინოს გოლით მე-11 წუთიდან იგებდა. ქართველი ფეხბურთელი 87-ე წუთზე შეცვალეს, „ბენფიკამ“ კი 88-ე წუთზე გაიტანა, მაგრამ მეტი ვერაფერი შეძლო და 1:2 დამარცხდა.

27 წლის აბურჯანიას პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში (მხოლოდ ორჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში) 2 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს თავის ანგარიშზე. სხვათა შორის, მან ორივე გოლი თავური დარტყმით გაიტანა.

„ჟილ ვისენტე“ 20 ტურში მოპოვებული 33 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 6 თებერვალს, შინ „სანტა კლარასთან“ გამართავს.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:39 | 05.02.2022
london (1032)

ამას დიდი ალბათობით ვარჯიშებზეც კი მაქსიმუმ 4-5 -ჯერ ექნება თავით ბურთი გატანილი

18:09 | 04.02.2022
football_truth (68)

ყარაულის თოფი

22:05 | 03.02.2022
ბაგი-რეი (2266)

))))))))))))))))
მე არ მინდა თქვენი ურა,
მე არ მინდა თქვენი ტაში,
ნეტა ის გამაგებინა,
ვინ გამარტყა ბურთი თავში.

09:55 | 03.02.2022
fidofido (3392)

რაღაცნაირი ფეხბურთელია თითქოს დიდი ვერაფერი მაგრამ ხანდახან გამოანათებს ხოლმე ჯარიმებიდანაც მახსოვს ამის ჩახვეულები. ხიმნასტიკში კარგი სეზონი ჰქონდა მაგრამ სევილიაში რისთვის გადავიდა მაგას ვერ მივხვდი

03:14 | 03.02.2022
ilia_juventus (2091)

რა იღბალაა. მხარში გაარტყეს ნუ რა ვქნა.. რაღაცნაირი ფეხბურთელია რა.. მიულერივითაა, თითქოს არაფერი მაგრამ.. კია ეგერ სადაცა ))

01:08 | 03.02.2022
O. Mertskhali (8101)

კაი გუნდი დადგა ჟილ ვისენტე და იმედია, დაეხმარება ეს იღბლიანი თამაში, თავის დამკვიდრებაში, აბუს..
ისე, დირიჟორობა მაგრად უყვარს.. ოღონდ, ხელებით დირიჟორობა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131785
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}