საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა ესპანეთის თასზე "ბილბაოს" წინააღმდეგ მონაწილეობას ვერ მიიღებს. "სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის ინფორმაციით, ფეხბურთელმა "ელჩესთან" მიღებული დაზიანების შემდეგ რეაბილიტაცია ვერ მოასწრო.
"არ გვინდა რისკზე წასვლა, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ტოლფასი შეხვედრა არაა. ბენზემა ვერ ითამაშებს, არა იმიტომ რომ პსჟ-თან მატჩისთვის ვასვენებთ, არამედ მას არ შეუძლია." - ციტირებს Marca ანჩელოტის სიტყვებს.
ესპანეთის თასის მეოთხედფინალური დაპირისპირება "ბილბაოს" და "რეალს" შორის 4 თებერვალს თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია