"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი მეისონ გრინვუდი, რომელიც დააკავეს გაუპატიურების, თავდასხმის, სექსუალური ძალადობისა და სიკვდილის მუქარის ბრალდებით, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
20 წლის თავდამსხმელი ჩეშირში საკუთარ სახლში დააკავეს კვირას მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტოების სერია, რომლებიც, სავარაუდოდ, გამოაქვეყნა ფეხბურთელის ყოფილმა შეყვარებულმა ჰარიეტ რობსონმა, რომელმაც თქვა, რომ გრინვუდმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
თავდაპირველად გრინვუდი გაუპატიურებისა და თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, სამშაბათს კი მანჩესტერის პოლიციამ გამოაცხადა, რომ 20 წლის მამაკაცს ბრალი სექსუალურ ძალადობასა და სიკვდილით მუქარაში ედება.
ოთხშაბათს დილით გამოქვეყნებულ განახლებაში, პოლიციის სპიკერმა თქვა: ”20 წლის მამაკაცი, რომელიც დააკავეს კვირას, 2022 წლის 30 იანვარს, ქალის გაუპატიურებასა და თავდასხმაში ეჭვმიტანილი, გირაოთი გაათავისუფლეს შემდგომი გამოძიების მოლოდინში.”
აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ არ აპირებს ფეხბურთელის გუნდში დაბრუნებას და გუნდთან ერთად ვარჯიში მას შემდგომ გადაწყვეტილებამდე აკრძალული ექნება. გრინვუდს კონტრაქტი გაუწყვიტა კომპანია Nike-მა, ხოლო EA Sports-მა თავისი ყველა პროექტიდან გრინვუდთან დაკავშირებული მასალები წაშალა.