ფეხბურთი

18:42 | 2.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

იაშვილი ჩაკვეტაძეზე: "სურს დაამტკიცოს, რომ განსაკუთრებული ფეხბურთელია და "ჰამბურგს" დაეხმარება"

„ჰამბურგში“ გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერმა გერმანიაში საკმაოდ რეზონანსი გამოიწვია, რაც ბუნებრივია, რადგან HSV ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის და ტრადიციის გერმანული კლუბია.

აღსანიშნავია, რომ ტრანსფერის ინიციატორი, „ჰამბურგის“ სპორტული დირექტორ მიხაელ მუტცელი ალექსანდრე იაშვილის ყოფილი თანაგუნდელია. ისინი ერთად „კარლსრუეში“ თამაშოდნენ და ადგილობრივ მედიასთან იაშვილმა ჩაკვეტაძის ტრანსფერზე კომენტარიც გააკეთა.

„როდესაც მისი თამაში პირველად ვნახე, მივხვდი, რომ ისეთი უნარები ჰქონდა, რაც სხვებს არ გააჩნდათ. შემიძლია, მიხაელ მუტცელს მხოლოდ მივულოცო, რომ გიორგი დაიმატა, ის „ჰამბურგს“ დაეხმარება. მას სურს აჩვენოს, რომ განსაკუთრებული ფეხბურთელია. გიორგის დიდი უნარები აქვს, მაგრამ „გენტში“ გატარებული არც თუ ისე მარტივი პერიოდის შემდეგ ის უნდა მოძლიერდეს“, - თქვა იაშვილმა Hamburger Abendblatt-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე „ჰამბურგს“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. ალექსანდრე იაშვილი კი გერმანიაში 1997-2013 წლებში „ლიუბეკის“, „ფრაიბურგის“, „კარლსრუესა“ და „ბოხუმის“ რიგებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106342