ფეხბურთი

17:03 | 2.02.2022 | ნანახია 667 - ჯერ

პოჩეტინოს აცნობეს, რომ გაათავისუფლებენ და მას ზიდანი შეცვლის

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელ მაურისიო პოჩეტინოს სეზონის ბოლოს გაათავისუფლებენ.

ფრანგული მედიის ცნობით, არგენტინელ სპეციალისტს ამის შესახებ აცნობეს კიდეც და პარიზელები ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან. სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, კი პსჟ უკვე შეთანხმებულია ზინედინ ზიდანთან, რომელიც კლუბს ზაფხულიდან ჩაიბარებს.

შეგახსენებთ, პსჟ საფრანგეთის ლიგა 1-ს დამაჯერებლად ლიდერობს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის „რეალს“ შეხვდება, ხოლო საფრანგეთის თასს ორი დღის წინ „ნიცასთან“ პენალტების სერიაში მარცხით გამოეთიშა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:19 | 02.02.2022
Kobe Bean (21683)

პოჩეტინო ისედაც არაფრის გამკეთებელი იყო და ეხლა ხო მოიკლავს თავზე პსჟ-ზე ფიქრით

18:10 | 02.02.2022
Kobe Bean (21683)

*თავს

0.139319