ფეხბურთი

15:55 | 2.02.2022 | ნანახია 0 - ჯერ

"ბარსელონამ" ობამეიანგს კონტრაქტი გაუფორმა

„ბარსელონამ“ პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. გაბონელი ფეხბურთელი კატალონურ გრანდთან ერთად ჯერ კიდევ გუშინ ვარჯიშობდა, მაგრამ მისი ტრანსფერი კლუბმა მხოლოდ ახლახან დაადასტურა.

ობამეიანგი „ბარსას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან „არსენალთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. მან ესპანურ გრანდთან ხელშეკრულება 2025 წლამდე გააფორმა, მაგრამ მასში არსებობს პუნქტი, რომელიც კონტრაქტის 2023 წელს გაწყვეტას მოიცავს, თუ მხარეებს ამის საფუძველი ექნებათ.

გაბონელმა შემტევმა 2018 წლიდან „არსენალის“ რიგებში 163 თამაში ჩაატარა და 92 გოლი გაიტანა. მანამდე მას „მილანში“, „დიჟონში“, „ლილში“, „მონაკოსა“ და „დორტმუნდში“ უთამაშია.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:19 | 23.04.2016
Sulkhan Gabisonia (4)

საღოლ კახა ! წარმატებებს გისურვებ ! მჯერა რომ შენ დაამტკიცებ რომ მაგარი ხარ !

18:51 | 23.04.2016
butunichi (559)

რაშვება გოგუა კაცო
აპოელის წაგებას ვფიქრობ დღეს მაგრად

0.078765