ცნობილი ქართული გამონათქვამი “კვიცი გვარზე ხტისო“ როგორც ჩანს ზედგამოჭრილია ლეგენდარული ვეტერანი კოლუმბიელი გოლკიპერის, რენე იგუიტას და მისი ქალიშვილის, პამელა იგუიტასშემთხვევაში. მართალია პამელა მამის კვალად მეკარე არ გამხდარა, მაგრამ ცანცარა რენეზე ნაკლებად ეპატაჟური ნამდვილად არაა.
თუკი რენე იგუიტა ბურთს ხან უკანალით იჭერდა და ხან თავით იგერიებდა, მისი ქალიშვილი სოციალურ ქსელ “ინსტაგრამზე“ ბობოქრობს და მომწონებელ-დამლაიქებლებს ისე იჭერს, როგორც ობობა ბუზს. რენეოვნამ საკმარისია ნიფხავი თეძოებს ოდნავ ჩააცილოს და ფოტო გააჩხაკუნოს, რომ ათიათასობით თვალებდაჭყეტილი მამრი უკვე “დაჭერილი“ ჰყავს.
პამელა იგუიტას მოშურნეებიც ბლომად აღმოაჩნდა, რომლებიც იძახიან, რომ ამ ასულის მიმზიდველი სხეული და თვალისმომჭრელი მკერდი პლასტიკური ქირურგიის დამსახურებააო. რენეოვნა ამაზე საერთოდ კომენტარსაც კი არ აკეთებს და კიდევ უფრო მეტი ძალმოსილებით მიიწევს სანუკვარი მიზნისკენ, რაც აშკარაა რომ მეტი და მეტი კაცის გადარევაში და გალაყებაში მდგომარეობს.