ფეხბურთი

14:19 | 8.10.2014 | ნანახია 1254 - ჯერ

უეფამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დასაჯა

ევროპის ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ უეფამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიო რასისტული განცხადებების გამო 6-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. სასჯელის პერიოდში ტავეკიო უეფას მიერ გამართულ ვერცერთ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ამავდროულად, უეფამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას რასიზმის წინააღმდეგ უფრო აქტიური ბრძოლისკენ მოუწოდა.

71 წლის ტავეკიოს "ლაციოს" ფეხბურთელ ჯოზეფ მინალას მიმართ რასისტული გამონათქვამი არ შერჩა - "ადრე ბანანს ჭამდა, ახლა კი "ლაციოს" ძირითად შემადგენლობაში თამაშობს."

ტავეკიომ ეს განცხადება იტალიის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გააკეთა და შემდეგ ბოდიშიც მოიხადა. მას ბევრი მოწინაღმდეგე ჰყავდა, მიუხედავად ამისა, არჩევნებში კონკურენტი კანდიდატი დემეტრიო ალბერტინი მაინც დაამარცხა.

უეფას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ტავეკიო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მშვიდადაა და უეფას მიღებულ გადაწყვეტილებას პატივს სცემს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:22 | 08.10.2014
BEERTRANCE (97819)

მოკლედ ვინმე რო ბანანის ტორტზე დაპატიჟო, მორჩა მოხაზული გაქვს

16:01 | 08.10.2014
luka_ (206)

და ბანანს მარტო შავკანიანი ან ზანგი ჭამს? სხვა არავინ? )))

17:23 | 08.10.2014
BEERTRANCE (97819)

რავიცი DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD უეჭველი პიდარჩენებზეც სანქციები ქინება ბანანის ჭამა რო შეახსენო DDDDDDDDDDDDDDDDDD

15:32 | 08.10.2014
shotai-olimpi (2773)

და ტყუილია მერე რომ ბანანს ჭამდა?

15:02 | 08.10.2014
BEERTRANCE (97819)

ბანანი ვერ გვიჭამია რა მშვიდად DDDDDDDDDDDDDDDDDDD

0.134513