ფეხბურთი

13:23 | 1.02.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩერჩესოვი: „შანსები თანაბარია“

დღეს, 1 თებერვალს, ნიდერლანდებში მიმდინარე ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე, მეოთხედფინალში ერთმანეთს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ამასთან დაკავშირებით, თავისი აზრი რუსეთის ეროვნული გუნდის ყოფილმა და ამჟამად უნგრული „ფერენცვაროშის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტანისლავ ჩერჩესოვმა გამოთქვა.

„შეძლებისდაგვარად ვადევნებდი თვალს რუსეთის ნაკრების თამაშებს ფუტასლის ევროს ჯგუფურ ეტაპზე. თავდაჯერებულები იყვნენ და შედეგიც კარგი ჰქონდათ. მაგრამ ფლეი ოფი უკვე სხვა განზომილებაა. იზრდება მღელვარების ფაქტორი და ყოველი შეცდომის ფასი გაცილებით მეტია, ვიდრე მანამდე.

ახლა ტიტულებს აზრი აღარ აქვს. ნებისმიერმა მოთამაშემ შეიძლება კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატაროს და პირიქით. ვფიქრობ, ორივე გუნდს წარმატების თანაბარი შანსი აქვს.“ - ციტირებს ჩერჩესოვის სიტყვებს Championat.com.

0.117458