უელსის ნაკრებისა და იუვენტუსის ნახევარმცველი აარონ რემზი "რეინჯერსში" ითამაშებს. უელსელი ფეხბურთელი შოტლანდიურ გრანდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა.
რემზი „იუვეში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 70 მატჩში 6 გოლი გაიტანა, თითოჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი. ის "რეინჯერსის" ღირსებას 16-ნომრიანი მაისურით დაიცავს.
მანამდე 31 წლის ნახევარმცველს „კარდიფ სიტიში“, „არსენალსა“ და „ნოტინგემში“ უთამაშია, უელსის ნაკრებში კი 71 შეხვედრაში 20 გოლი აქვს გატანილი.