„მანჩესტერ სიტიმ“ „რივერ პლეიტისა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ალვარესმა „ქალაქელებთან“ 5.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ „რივერში“ 30 ივნისამდე დარჩება, პეპ გვარდიოლას გუნდს კი ამის შემდეგ შეუერთდება.
ხულიან ალვარესს არგენტინის ნაკრებში 6 თამაში აქვს ჩატარებული, ხოლო „რივერ პლეიტის“ მაისურით კი 22 წლის ფორვარდმა 95 შეხვედრაში 34 გოლის გატანა მოახერხა.