აფრიკის ეროვნებათა თასზე მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა და ბოლო ნახევარფინალისტი გამოვლინდა - სენეგალის ნაკრები.
ალიუ სისეს გუნდმა ეკვატორული გვინეა, როგორც მოსალოდნელი იყო დაამარცხა - 3:1. თუმცა, სენეგალს წარმატებისთვის ადვილად ნამდვილად არ მიუღწევია, რადგან 68-ე წუთამდე ტაბლოზე საყაიმო ანგარიში იყო (1:1).
მატჩის ბედი დასკვნით ნაწილში შეიხუ კუიატემ და ისმაილა სარიმ გადაწყვიტეს და სენეგალი ნახევარფინალში გავიდა.
ამრიგად, ნახევარფინალში 2 თებერვალს სენეგალი ბურკინა ფასოს, ხოლო 3 თებერვალს კამერუნი ეგვიპტეს დაუპირისპირდება.