კალათბურთი

0:38 | 31.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 10 ქულა და "ტენერიფეს" მარცხი ლიგა ენდესაში

ესპანეთის ლიგა ენდესას მორიგ ტურში „ლენოვო ტენერიფე“ საკუთარ მოედანზე „ვალენსიასთან“ დაძაბულ ბრძოლაში, 78:80 დამარცხდა. შეხვედრა ბოლო წამებამდე დაძაბული იყო და საბოლოოდ ვალენსიელებმა ბოლო პერიოდის უკეთ ჩატარების წყალობით იმარჯვეს.

გიორგი შერმადინმა 27:56 წუთში 10 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 9-ს გაუტოლდა.

კანარიელთა რიგებში საუკეთესო 25 ქულით მარსელინო უერტასი იყო, ხოლო „ვალენსიაში“ ხასიელ რივერო, რომელმაც 20 ქულა მიითვალა.

„ლენოვო ტენერიფე“ 9 მოგებით და 8 წაგებით სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 6 თებერვალს, „მურსიას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130653