„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელო მეისონ გრინვუდი თავის შეყვარებულ, ჰარიეტ რობსონზე ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავებს.
ამის შესხებ ინფორმაცია ინგლისელმა ჟურნალისტმა საიმონ სტოუნმა სოციალურ ქსელში გაავრცელა: „დაწყებულია გამოიძება და შემიძლია დავადასტურო, რომ გრინვუდი დააკავეს, როგორც გაუპატიურებასა და თავდასხმაში ეჭვმმიტანილი. ის რჩება პატიმრობაში დაკითხვაზე და გამოძიება გრძელდება“,
აღსანიშნავია, რომ მანამდე „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 20 წლის ფეხბურთელს დროებით ვარჯიში აუკრძალა.
ჰარიეტ რობსონმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო და ვიდეო მასალები, რომლებშიც მასზე ფიზიკური ძალადობის კვალი ჩანს. გარდა ამისა, აუდიო ჩანაწერი, რომელშიც მამაკაცი ცდილობს მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას, რაზეც გოგონა უარს ეუბნება. მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჰარიერიტს მამამ, ალან რობსონმა გააკეთა.
„ნებისმიერ მამას უნდა, რომ ეს თავის ქალიშვილს არ დაემართოს. პოლიციამ უკვე იცის მომხდარის შესახებ, ჰარიეტმა განცხადება დაწერა. როგორც მან თქვა, ტელეფონი გაუტეხეს. ვურჩიეთ, რომ ყველაფერი წაეშალა და ეს გააკეთა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ის განადგურებულია, რადგან არ სურდა ამის გასაჯაროება. გრინვუდი უკვე 2-3 წელია ჩვენი ოჯახის წევრია, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მათი ურთიერთობა არცთუ ისე კარგი იყო“, - თქვა გოგონას მამამ.
შეგახსენებთ, რომ გრინვუდი „მანჩესტერში“ 2018 წლიდან თამაშობს და 129 მატჩში 35 გოლი აქვს გატანილი.