ფეხბურთი

22:23 | 30.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰის გოლით და საგოლე პასით ეგვიპტე აფრიკის თასის ნახევარფინალში გავიდა

აფრიკის ეროვნებათა თასის გათამაშებაში მორიგი ნახევარფინალისტი გამოვლინდა - ეგვიპტის ნაკრები.

კარლოს კეირუშის გუნდმა ტურნირის კიდევ ერთი ფავორიტი მაროკო დამატებით დროში 2:1 დაამარცხა. თავიდან მაროკო იგებდა, მაგრამ საბოლოოდ ეგვიპტელებმა ვითარება სასიკეთოდ შეცვალეს.

მეშვიდე წუთზე სოფიან ბუფალმა პენალტი გახსნა ანგარიშ და ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩის გუნდი დაწინაურდა. ეგვიპტემ მეორე ტაიმის დასაწყისში მოჰამედ სალაჰის გოლით გაათანაბრა და ძირითად დროში აღარაფერი შეცვლილა - 1:1.

გამარჯვების გოლი კი მე-100 წუთზე გავიდა, რომელიც ტრეზეგეს ანგარიშზეა. მას ასისტენტობა სალაჰმა გაუწია და ეგვიპტის ნაკრები ნახევარფინალშია.

ეგვიპტის ნაკრები ნახევარფინალში მასპინძელ კამერუნს შეხვდება, ხოლო ბურკინა ფასოს მეტოქე ბოლო მეოთხედფინალურ მატჩში გაირკვევა, რომელშიც სენეგალი და ეკვატორული გვინეა დაუპირისპირდებიან.

0.149035