„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი მეისონ გრინვუდი სკანდალში გაეხვა. ახალგაზრდა ფეხბურთელს მისი შეყვარებული გაუპატიურების და ცემის მცდელობაში ადანაშაულებს.
ფიზიკური ძალადობის ამსახველი ფოტოები გრინვუდის შეყვარებულმა ინსტაგრამში გამოაქვეყნა. მომხდარი რეაგირების გარეშე „მანჩესტერსაც“ არ დაუტოვებია.
ბრიტანული მედიის ცნობით, კლუბმა ფეხბურთელს გუნდთან ერთად ვარჯიში აუკრძალა მანამ, სანამ სიმართლე არ დადგინდება. ჯერჯერობით ფეხბურთელს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მეისონ გრინვუდმა ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.