ფეხბურთი

17:08 | 30.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტიში" "რივერ პლეიტის" თავდამსხმელის ტრანსფერი გადაწყდა

ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ „რივერ პლეიტის“ თავდამსხმელ ხულიან ალვარესს დაიმატებს, რომელზეც არგენტინაში დიდ იმედს ამყარებენ.

ტრანსფერის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ის ოფიციალურად დაადასტურა არგენტინული გუნდის პრეზიდენტმა ხორხე ბრიტომ:

„მანჩესტერ სიტისთან“ ხულიან ალვარესის ტრანსფერზე სრულად შევთანხმდით, მაგრამ 7 ივლისამდე ის ჩვენთან იჯარით დარჩება“, - თქვა „რივერის“ პრეზიდენტმა.

ხულიან ალვარესი „რივერ პლეიტის“ აღზრდილია და 2018 წლიდან დღემდე 95 მატჩში 34 გოლი გაიტანა, ხოლო არგენტინის ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული და თავი არ გამოუჩენია.

0.111687